ძიება
ელ-ფოსტის მისამართი

პაროლი   ?

444 15 61
აიასოფია
ტაძარი მდებარეობს ტრაპიზონის ისტორიული ცენტრიდან დასავლეთით. ტაძარი აგებულია ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორ მანუელ I-ის მმართველობის პერიოდში (1238-1263 წწ.). ტაძარი აგებულია ბიზანტიური არქიტექტურული წესით, ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი გუმბათა და სელჩუკების ქვის დამუშავების წესის ჰარმონიულად შერწყმით. 1511 წელს მეჰმედ II-მ დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია და ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. 1864 წლამდე ტაძარში კვლავ მეჩეთი მოქმედებდა. 1864 წელს დასრულდა რესტავრაცია და ტაძარში მუზეუმი გაიხსნა. ტაძრის შენობა პირველი მსოფლიო ომის დროს ასრულებდა სამხედრო ჰოსპიტალის დანიშნულებას. შემდეგ ტაძარში კვლავ მეჩეთი მოქმედებდა. 1964 წელს დასრულდა 1958 წელს დაწყებული რესტავრაცია, რომელსაც აწარმოებდა გაერთიანებული ფონდების დეპარტამენტი ედინბურგის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად. 1964 წელს ტაძარში ისევ მუზეუმი გაიხსნა. ტაძრის დასავლეთით 25 მეტრში მდებარე სამრეკლო აშენებულია 1426-27 წლებში. აქ განთავსებულია კოშკურა, რომელიც გამოიყენებოდა ასტრონომიის გაკვეთილებისათვის, ასევე ვარაუდია რომ ეს წარმოადგენდა შავი ზღვის ნავიგაციის ცენტრსაც. 25 წლის შემდეგ 2013 წლის 28 ივლისს პარასკევ დღეს ტაძარში კვლავ მეჩეთი გაიხსნა. შენარჩუნებულია მისი ისტორიული მხარე და ვიზიტორებს თავისუფლად შეუძლიათ მონახულება.